Skip to main content

ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სამართალი


BTU

კურსის შესახებ

ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პოპულარობამ, მნიშვნელოვანი გახადა მისი სამართლებრივი ასპექტების შესწავლა.

კურსი გათვლილია ბლოკჩეინ ტექნოლოგიების და კრიპროვალუტების რეგულაციებზე დაინტერესებული პირებისათვის.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საბაზისო საკითხები: ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სამართლის არსი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ცნება და სამართლებრივი რეგულირების საჭიროება, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საკანონმდებლო რეგულირება (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი), ბლოკჩეინ ტექნოლოგიის რეგულირების პრობლემები საქართველოში, ბიტკოინი და კრიპტოვალუტების სამართლებრივი რეგულირება, ტექნოლოგიური რევოლუცია და კრიპტოვალუტები, ვალუტის და ფულის სამართლებრივი დეფინიცია, ციფრული და ვირტუალური ვალუტის კლასიფიკაცია, ბიტკოინის, როგორც კრიპტოვალურის არსი, ბიტკოინის სამართლებრივი რეგულირების ცალკეული ასპექტები, ბიტკოინის სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები საქართვეელოში.

კურსის ათვისების შედეგად მსმენელს ეცოდინება: “გონიერი კონტრაქტის” (Smart Contract) სამართლებრივი რეგულირება, გონიერი (სმარტ) კონტრაქტის არსი, იურიდიული ძალის მქონე და მბოჭავი კონტრაქტების არსებობა, სმარტ კონტრაქტების მიმართ გამოსაყენებელი სამართალი და იურისდიქცია, ეთირიუმი, როგორც სმარტკონტრაქტის და კრიპტოვალუტის სინთეზი.

Enroll