Skip to main content

E-commerce სამართალი


BTU

კურსის შესახებ

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს სურვილი დაეუფლოს შემდეგ საკითხებს: ელექტრონული კომერციის (e-commerce) არსი, ელექტრონული კომერციის მიმართულებები, UNCITRAL-ის მოდელური კანონი ელექტრონული ვაჭრობის შესახებ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ელექტრონული ვაჭრობის პრინციპები. კურსის ფარგლებში იქნება განხილული დომენის გამოყენებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები: დომენის ცნება და სამართლებრივი რეგულირება, დომენის ცნება და კატეგორიები, GAC--ის საერთაშორისო „სახელმძღვანელო პრინციპები ზედა დონის დომენში ქვეყნის კოდის დელეგირებისა და ადმინისტრირების შესახებ“, საქართველოში დომენის რეგისტრაციის სამართლებრივი საკითხები, დომენური სახელის მოთხოვნები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა.

შემოთავაზებული იქნება ელექტრონულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხები: ელექტრონული ხელშეკრულების ცნება, ელექტრონული ფორმით დადებული ხელშეკრულების სახეები, ელექტრონული ფოსტის (e-mail) საშუალებით დადებული ხელშეკრულება, UNCITRAL-ის მოდელური კანონი ელექტრონული ფოსტის გაგზავნასთან დაკავშირებით, საქართველოს სასამართლო პრაქტიკა ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებით, ვებ-გვერდის საშუალებით დადებული ხელშეკრულება, ხელშეკრულების დადება სოციალურ მედიაში.

მსმენელი დაეუფლება ელექტრონული ხელმოწერების სამართლებრივ ასპექტებს: ელექტრონული ხელმოწერები, ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერის და შტამპის არსი, ელექტრონული დოკუმენტი, ელექტრონული ხელმოწერა და შტამპი, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის და შტამპის ნამდვილობის დადგენა და შენახვა, სერტიფიკატის გაუქმება, მოქმედების შეჩერება და ხელახლა ამოქმედება, ციფრული ხელმოწერა, ევროკავშირის კანონმდებლობა ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებით.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ ელექტრონული ხელშეკრულებების, ელექტრონული ხელმოწერების, ასევე ელექტრონული დოკუმენტ-ბრუნვის არსში გარკვევას.

Enroll