Skip to main content

ინტერნეტის სამართლებრივი რეგულირება


BTU

კურსის შესახებ

კურსი განკუთვნილია როგორც იურისტების, ასევე ინტერნეტის სფეროში მომუშავე სეგმენტისათვის. ასევე სამართლისა და ინტერნეტ პლატფორმების ფუნქციონირების სამართლებრივი ასპექტებით დაინტერესებული კომპანიებისთვის.

კურსის ათვისების შემდეგ, მსმენელს ეცოდინება შემდეგი საკითხები: ინტერნეტი და ციფრული პლატფორმების სამართლებრივი რეგულირების არსი, ინტერნეტში გამოსაყენებელი სამართალი - „Lex Mercatoria“, ინტერნეტ სამართალი და „პლატფორმის სამართალი“, ინტერნეტის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი რეგულირება, ინტერნეტის საერთაშორისო-სამართლებრივი რეგულირების ტენდენციები. მსმენელი აგრეთვე გაეცნობა: ცალკეული ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობას ინტერნეტის სფეროში. სამომხმარებლო შეთანხმებებს და გამოსაყენებელ სამართალს ინტერნეტში, ინტერნეტ სამართალის და საერთაშორისო კერძო სამართალის ასპექტებს, მხარეთა ნების ავტონომიას (Lex Voluntatis). „ციფრული პლატფორმებისა“ და ე.წ. „ონლაინ-სამომხმარებლო შეთანხმების“ დადებისას საერთაშორისო კერძო სამართლებრივ დათქმებს, ონლაინ არბიტრაჟებს (ODR) და საარბიტრაჟო დათქმებს ციფრულ პლატფორმებზე.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაერკვევიან ინტერნეტ პლატფორმებზე, ნივთების ყიდვა-გაყიდვასთან, უხარისხო ან წუნდებულ ნივთების შეცვლასთან ან ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში.

Enroll