Skip to main content

ლურჯი ოკეანის სტრატეგია


BTU
კურსის შესახებ

პროექტი „ლურჯი ოკეანე“ ეს არის გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მიმართულება, რომელიც გულისხმობს მსოფლიოში აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას. პროექტი 2015 წელს დაიწყო და მკითხველების დიდი ინტერესიც გამოიწვია. პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ისეთი ბესტსელერები, როგორიცაა: ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“, „აკოცე ბაყაყს“ და „გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი“; სერიიდან „მარტივად“ წიგნები _ „მართვა მარტივად“, „სამუშაოს ძებნა მარტივად“, „გაყიდვები მარტივად“, „მარკეტინგი მარტივად“, „პროექტის მართვა მარტივად“, დევიდ ალენის „საქმესთან გამკლავების ხელოვნება“, გაი კავასაკის „იდეიდან პირველ მილიონამდე“, ელ რაისისა და ჯეკ ტრაუტის „მარკეტინგული ომები“ და სხვა. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ გამომცემლობის მიერ შერჩეული ბიზნესლიტერატურა განკუთვნილია როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებთათვის. სერიის უპირატესობაც სწორედ ამაში მდგომარეობს - მკითხველი ბიზნესრჩევებს ეკონომიკური ტერმინოლოგიით კი არ მიიღებს, არამედ ყველა წიგნი მისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო გახდება ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გასარკვევად.

Enroll