Skip to main content

ხელოვნური ინტელექტი და სამართალი


BTU

კურსის შესახებ

კურსის გავლისას თქვენ შეისწავლით თანამედროვეობის ყველაზე ახალი და ტრენდული მიმართულების - ხელოვნური ინტელექტის არსს და მისი სამართლებრივი რეგულირების ეთიკურ და სამართლებრივ სტანდარტებს.

„ხელოვნური ინტელექტის“ სამართლებრივ სუბიექტად ცნობის პრობლემა - რამდენად რეალურია? „ელექტრონული პირის“ დაბადება სამართალში.

კურსის მიზანია მსმენელებისთვის საბაზისო ცოდნის გადაცემა:

ხელოვნური ინტელექტის სახეები და მისი გამოყენების სფეროები. დეფინიციის პრობლემა, ვიწრო ხელოვნური ინტელექტი (Narrow Artificial Intelligence – NAI), ზოგადი ხელოვნური ინტელექტი (General Artificial Intelligence – GAI), სუპერ ხელოვნური ინტელექტი (Super Artificial Intelligence – SAI).

ევროკავშირის რეგულაციები ხელოვნურ ინტელექტის ეთიკურ და სამართლებრივ საკითხებზე. „ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის ეთიკის სახელმძღვანელო“ (2019 წელი).

კურსის ათვისების შედეგად მსმენელს ეცოდინება: ხელოვნური ინტელექტის ცნება, ინტელექტის (Intelligence) დეფინიცია, ხელოვნური ინტელექტის განმარტება, ხელოვნური ინტელექტის წარმოშობა, მისი წინაპირობები, ხელოვნური ინტელექტის თეორიული დამუშავების პირველი ცდები, ხელოვნური ინტელექტის დაბადება, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფაზები, ხელოვნური ნეირონების ქსელის აღმოჩენა და განვითარება, კომპიუტერი და ადამიანის ტვინი, ხელოვნური ნეირონების განვითარების წარმატების ინდექსი.

Enroll