Skip to main content

წარმატებული ლინ სტარტაპები


BTU

კურსის შესახებ

სტარტაპების დიდი წილი, შექმნიდან უმოკლეს პერიოდში განწირულია წარუმატებლობისთვის. თუმცა ბევრი პრობლემის თავიდან არიდება დასაწყისშივე შესაძლებელი იყო.

„ლინ სტარტაპი“ - არის სრულიად ახალი მეთოდოლოგია, რომელიც აქტიურად გამოიყენება მსოფლიოში, რომელმაც მოახერხა შეეცვალა წარმოდგენა ახალი კომპანიების ან ახალი პროდუქტის შექმნის შესახებ.„ლინ მეთოდი“, სტარტაპისთვის შესაძლებლობას იძლევა უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ როგორც ფინანსური კაპიტალი, ასევე ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალი.

კურსი განკუთვნილია მენეჯერებისთვის, რომლებიც უკვე იკავებენ სხვადასხვა პოზიციებს და აქვთ სტარტაპ იდეები. ასევე, კურსი გამოსადეგია, ყველა იმ სტარტეპერისთვის, რომელიც აქტიურადა არის ჩართული საკუთარი ბიზნეს იდეის განხორციელების პროცესში.

კურსის ფარგლებში შეისწავლით, როგორ შეამციროთ პროდუქტის ან მომსახურების შემუშავების ციკლი და წინასწარ განსაზღვროთ წარმატების ფაქტორები. აგრეთვე, დაეუფლებით პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც დაგეხმარებათ ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნასა და დანერგვაში, რომლის გარეშე რთულია კონკურენტულ გარემოში გადარჩენა და წარმატებული კომპანიის ჩამოყალიბება.

Enroll