Skip to main content

წარმატებული ბრენდის შექმნა


BTU

კურსის შესახებ

კურსი მათთვის, ვისაც სურს წარმატებული და მომხმარებლისთვის საყვარელი ბრენდის შექმნა.

განურჩევლად იმისა, წარმოადგენთ დიდ კომპანიას თუ მცირე საწარმოს, ლოკალურ თუ გლობალურ ორგანიზაციას, კურსის ფარგლებში თქვენ დაეუფლებით ყველა იმ ცოდნას რომელიც დაგეხმარებათ წარმატებული ბრენდის შექმნაში და მომხმარებლების ერთგულების მოპოვებაში.

კურსი განკუთვნილია მენეჯერებისთვის და მარკეტინგის მენეჯერისთვის, რომლებიც უკვე არიან დასაქმებულები სხვადასხვა პოზიციაზე და სურთ წარმატებული კარიერის შექმნა, მარკეტინგის და კრეატიული ინდუსტრიების სფეროში.

კურსის ფარგლებში თქვენ შეისწავლით კომპანიის მისიის განაცხადის არსს, თქვენს პროდუქტთან დაკავშირებული ასოციაციების და ემოციების მართვას მომხმარებლებში, მათგან ლოიალურობის მიღების მეთოდებს და ბრენდინგის მსოფლიოში აღიარებულ სტრატეგიებს. კურსის ათვისების შედეგად გეცოდინებათ: ბრენდინგის ეტაპები, ბრენდის სწორი იდენტობის მოხდენა, ლოგოს და სლოგანის შექმნა, ბრენდის პოზიციონირების ტექნიკები. აგრეთვე, თქვენ შეძლებთ ეფექტურად გამოიყენოთ ბრენდის დაცვის პრინციპები და კრიზისულ სიტუაციაში მოქმედების სტრატეგია.

Enroll