Skip to main content

მარკეტინგი - მომხმარებლის ერთგულების მოსაპოვებლად


BTU

კურსის შესახებ

გსურთ თქვენი წიგნები მსოფლიომ გაიცნოს და მიიღოთ მასშტაბური შემოსავალი? სწრაფი და მარტივი გზა, შეისწავლოთ მარკეტინგის უახლესი მიდგომები. ახალი, თუ უკვე არსებული პროდუქტის წარდგენისას, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ მოიზიდოთ მომხმარებელი, დაარწმუნოთ თქვენი პროდუქტის შეძენაში, და თავადაც დარწმუნდეთ, რომ მომხმარებელი კვლავ თქვენი ერთგული დარჩება. კურსის მიზანია გასწავლოთ, როგორ შექმნათ ფასეულობა მომხმარებლისთვის, შექმნათ დასამახსოვრებელი და ფასეული ბრენდი და მოიპოვოთ ლოიალურობა ბაზრებზე.

კურსი განკუთვნილია მარკეტინგის სფეროში მომუშავე კადრისთვის, რომლებსაც სურთ მარკეტინგის უახლესი მიდგომების შესწავლა, მომხმარებლისთვის უნიკალური გამოცდილების შეთავაზება და ამ გზით კომპანიის გადაქცევა მომხმარებლისთვის საყვარელ ბრენდად.

კურსი შეგძენთ იმ უნარებს და ცოდნას, რომლების გამოყენებით, შეძლებთ გახდეთ მარკეტინგის ლიდერი მსხვილ კომპანიაში და მისი გავლის შემდეგ გეცოდინებათ მარკეტინგული გეგმის შემუშავება და აღსრულება და ყველა უახლესი მარკეტინგული ინსტრუმენტის გამოყენების საშუალებები: ვებ მარკეტინგი, პარტიზანული მარკეტინგი, ვირუსული მარკეტინგი, ბრენდინგი და მომხმარებლისთვის ფასეულობის შექმნა, ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტები და პოზიციონირების საუკეთესო მეთოდები.

Enroll