Skip to main content

მეწარმეობა და ინოვაციური უპირატესობა


BTU

კურსის შესახებ

კურსი მათთვის, ვისაც სურს შექმნას საკუთარი სტარტაპი, გაიტანოს ინოვაციური იდეა საერთაშორისო ბაზრებზე და გახდეს წარმატებული „ანტრეპრენერი“. კურსი განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც აქვს სტარტაპ იდეა და მოტივაცია, შექმნას ამბიციური და საერთაშორისო ბაზრისთვის კომერციულად საინტერესო სტარტაპი.

კურსი ერთგვარი პრეაქსელერატორია, რომლის ფარგლებში ისწავლით: იდეებს შორის ყველაზე ინოვაციურის და კომერციული პოტენციალის მქონეს შერჩევას, გუნდის შექმნის და მოახდინოთ იდეის ვალიდაციის ხერხებს, ფინანსების მოსაზიდად ინვესტორების და ფონდების დაინტერესების მიდგომებს, „ფიჩდეკი“-ს მომზადებას, ბაზარზე თქვენი პროდუქტის და მომსახურების გატანას და სტარტაპის საერთაშორისო მასშტაბებამდე გაზრდის საშუალებებს.

კურსის დასრულების შედეგად, გეცოდინებათ სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად და სამართავად საჭირო ყველა ინსტრუმენტი და ინოვაციების მენეჯმენტის მთავარი პრინციპები. თუ გსურთ საკუთარი კომპანიის შექმნა და „ანტრეპრენერობა“, მაშინ ეს კურსი სწორი სტარტია თქვენი იდეების განსახორციელებლად.

Enroll