Skip to main content

გზა ფერმერობისკენ - მეცხოველეობა


BTU

კურსის შესახებ

მეცხოველეობის ფერმის შექმნის და განვითარების პრინციპები, ისეთი ცხოველების მოშენებით როგორებიც არიან: ძროხა, კამეჩი, ღორი, ცხვარი, თხა და სხვა.

კურსი განკუთვნილია უკვე წარმატებული ან მომავალი ფერმერებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, მეცხოველეობის სფეროს განვითარებას.

კურსის ფარგლებში, თქვენ შეისწავლით: სასოფლო-სამეურნეო ცხოველების სახეობების და ჯიშების მრავალფეროვნებას, მათ ბიოლოგიური თავისებურებებს, პროდუქტიულობის სახეობებს და მახასიათებლებს, ცხოველების მოვლის სტანდარტებს და მათვის სადგომების მოწყობის ტექნიკურ პირობებს.

კურსის ფარგლებში დეტალურად და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით არის განხილული, სხვადასხვა სახეობების ნორმირებული კვების საკითხები. ასევე მინდვრად და მდელოდ საკვებ-წარმოების, საკვების აღების, შენახვის და კვების წინ მომზადების თავისებურებები. კვებითი დანამატების გამოყენების მნიშვნელობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე განხილულია მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიური საკითხები.

კურსის ათვისების შედეგად, მსმენელი შეძლებს არსებული ან ახალი წარმატებული მეცხოველეობის ფერმის განვითარებას, შესაბამისი პირობების გათვალისწინებით.

Enroll